( არანაირი AI – საიტზე განთავსებულია მხოლოდ რეალური პროდუსერების & ისტორიული ნაწარმოებები. )
განრიგი
ქართველი მუსიკოსების შემოქმედება (ამორჩეული მუსიკა)
გემოვნებაზე არ კამათობენ. ეს ადგილიც კონკრეტული გემოვნების ადამიანებისთვის იქნება მოსაწონი და არა ყველასათვის. აქ არ იქნება EDM ნაგავი, რითაც ინდუსტრია სავსეა, არამედ ნიჭიერი პროდუსერების მიერ შექმნილი მუსიკა და შედევრები. დღესდღეობით თითქმის ყველანაირი მეინსტრიმული მუსიკა ტექნიკურად ელექტრონული მუსიკის ელემენტებსაც შეიცავს, თუმცა დაუვიწყარი მელოდიური მუსიკის პოვნა იშვიათობაა.
ჩემთვის ადვილი არ ყოფილა გამორჩეული ტრეკების დაგროვება. დაახლოებით 2005-იდან მოყოლებული, მაინც დაილექა ჩემ მეხსიერებაში გამორჩეული მელოდიები, კონკრეტულად კი ტრანსის ჟანრში ძირითადად.
ყველა ტრეკი რაც აქ იდება უშუალოდ პირადად ავარჩიე. ჩემი მიზანი არაა რადიო გავტენო მდარე მუსიკით, რომ ოღონდაც 24/7-ზე რაღაც იყოს ჩართული. რადგან ხარისხიანი & მელოდიური მუსიკა არაა უსასრულო რაოდენობით და არ მინდა რომ ხარისხი დაეცეს, ამიტომ tracklist-ი ცოტა შეზღუდული არის.
პატივისცემით, ტეიტი
